ჰილტონის სასტუმროების ევროპულ დედაქალაქებს შორის მალე თბილისი გამოჩნდება

ჰილტონი; დღეს კომპანიამ Hilton Hotels & Resorts ოფიციალურად გააფორმა მმართველობის ხელშეკრულება კონპანიასთან „გრანატი“ და ამით დაანონსა სასტუმროს ახალი ფილიალის გახსნა თბილისში. ჰილტონის თბილისის სასტუმროს 206 ნომერი ექნება და ის სტუმრებს 2019 წლიდან უმასპინძლებს. ისტორიულ შენობას, რომელიც კოსტავას 59-ში მდებარეობს, სრულად შეუნარჩუნდება პირვანდელი ფასადი, რომელიც ჰილტონის დიზაინის ნაწილი გახდება. ნაგებობას დაემატება შუშის დაშენება, სადაც სასტუმროს ბარი და სპა-ცენტრი განთავსდება.
Source: Hotel Industry News